Avira Antivir Rescue System LiveCD- ეს პროგრამა საშუალებას მოგცემთ გაანადგუროთ სრულიად ყველა ვირუსი, ამასთანავე ყველაზე საშიში ვირუსები, რომლებიც ეშვება Windows-ის ჩართვამდე. პროგრამა თავისთავად წარმოადგენს ISO ფორმატს მულტიჩამტვირთავი დისკისათვის. პროგრამასთან სამუშაოდ აუცილებელია ეს ISO ფაილი ჩაწეროთ დისკზე და შემდგომ CD-DVD-ROM-ში ჩადებისას დაიწყოთ მისი გამოყენება. ამ პროგრამის უნიკალური თვისება ის არის, რომ მას შეუძლია ჩაიტვირთოს BIOS-ში, სისტემაში Windows-ის ლოგოს ჩართვამდე. ფაქტიურად ეს ყოვლისშემძლე ხელსაწყო შემუშავებულია კომპიუტერის სისტემაში ვირუსებთან საბრძოლველად. მისი საშულებით ახლა უკვე შესაძლებელია გადაარჩინოთ კომპიუტერში მყოფი საჭირო ინფორმაცია და სხვადასხვა ფაილები.